ამერიკელი დიპლომატი, 1995-97 წლებში აშშ-ის ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვებას გამოეხმაურა.
,,19 ივლისს, ბათუმში საქართველომ „ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შემდგომი პროგრესის მიმართ ერთგულების" პირობა დადო.
უთხრის თუ არა ძირს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გამოსვლა ამ დაპირებას? საქართველო ევროკავშირის ამბიციებიდან უკან იხევს?" - წერს კორტნი Twitter-ზე.
ცნობისთვის, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ეს განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.