გერმანიის მოსახლეობის 50%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი: გერმანელების 50.2%-ს (41.8 მილიონი ადამიანი) ვაქცინით სრულად დაცულია, ხოლო 61.1%-მა (50.85 მილიონი ადამიანი) ვაქცინის ერთი დოზით აიცრა. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაიტარებს ვაქცინაციას, მით უფრო უსაფრთხო იქნება შემოდგომა და ზამთარი!“ - წერს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი Twitter-ზე.