ანა ავენი ევროპის პირველი მოქალაქეა, რომელიც ინექციის გარეშე აიცრა დღეს იტალიაში, ქალაქ მესინაში.
მესინა არის პირველი ქალაქი ევროპაში, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ინოვაციური მეთოდი დანერგა.
იტალიის ამ ქალაქში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ინექციის გარეშე მაღალტექნოლოგიური აპარატის საშუალებით დაიწყო. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
ტექნოლოგია უკვე გამოიყენება აშშ-ში, ავსტრალიასა და ინდოეთში, შედგება მაღალსიჩქარიანი აპარატისგან, რომელიც მთლიანად ანაცვლებს ნემსს და უზრუნველყოფს ვაქცინის შეყვანას შიდაკუნთოვანი გზით.
ინიციატივა დამატებითი საშუალებაა და არ ანაცვლებს ვაქცინების კლასიკურ, ნემსით გაკეთების მეთოდს. მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის ვაქცინის (Pfizer, Moderna, Janssen, Astrazeneca) გაკეთების დროს შეიძლება.