ცნობილი ქართველი ფეხბურთელის შოთა არველაძის შეგირდები, ტაშკენტის "ფახთაქორის" ფეხბურთელები, უზბეკეთის 2020 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
კლუბმა ჩემპიონის ტიტული ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა, რადგან მათი ერთადერთი კონკურენტი „ნასაფ ქარში“, რომელსაც ტაშკენტელების დაწევის თეორიული შანსი ჰქონდა, 1:3 დამარცხდა. ამის შემდეგაც "ფახთაქორი" მისთვის მიუწვდომელი გახდა, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დაასრულებენ თავად ტაშკენტელები ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილ შეხვედრებს.
აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძე "ფახთაქორს" 2017 წლიდან წვრთნის და ზედიზედ მეორედ გახადა შეგირდები ჩემპიონები. შარშანდელ სეზონში შოთა არველაძის შეგირდებმა ქვეყნის თასი და ლიგის თასიც მოიგეს. არველაძის კონტრაქტის ვადა "ფახთაქორთან" დეკემბერში იწურება, თუმცა, სავარაუდოდ, მას გაგრძელებას სთხოვენ.