ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით აცრის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავიურისის საწინააღმდეგო ვაქცინებით დღიურად მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა აიცრა.

კერძოდ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით დღიურად აცრილია - 17 133 ადამიანი, ხოლო სულ აცრილია 450 026 მოქალაქე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 796 ადამიანს დაუდასტურდა, 2 088 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა.