ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა, თუმცა ის ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.

ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ექვსგზის პრიზიორი და ევროპის სამგზის ჩემპიონია. ქართველის სპორტსმენი 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.