ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი და წონის პირველი ნომერი ვარლამ ლიპარტელიანი რუს მეტოქესთან, ილიასოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი ვერ მოიპოვა.

იქამდე, ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ექვსგზის პრიზიორი და ევროპის სამგზის ჩემპიონია. ქართველის სპორტსმენი 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.