Netflix-მა აშშ-ში მსახიობებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა

კომპანია Netflix-მა აშშ-ში სტუდიის გადაღებებში მონაწილე მსახიობებისა და სხვა თანამშრომლებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება კომპანიამ აშშ-ში „დელტა“ შტამის სწრაფი გავრცელების გამო მიიღო. დაშვებულია გამონაკლისებიც - თანამშრომლებს შეუძლიათ არ გაიკეთონ აცრა სამედიცინო მაჩვენებლების, რელიგიური მიზეზებისა და ასაკის გათვალისწინებით. ახალი წესები არ შეეხება იმ ფილმებსა და სერიალებს, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

Netflix-ი ჰოლივუდის პირველი მსხვილი სტუდიაა, რომელმაც თანამშრომლებისთვის აცრა სავალდებულო გახადა.