პირველი აგვისტოდან ისრაელში 60 წლიდან მოქალაქეების Pfizer-ის მესამე დოზით ვაქცინაცია დაიწყება

ისრაელში, 1-ლი აგვისტოდან 60 წელს ზემოთ პირების Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინის მეასამე დოზას მხოლოდ ის პირები მიიღებენ, რომლებმაც მეორე დოზა, სულ მცირე, 5 თვის წინ მიიღეს.

ვაქცინის მესამე დოზის შეყვანა მიზნად კორონავირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ იმუნიტეტის გაძლიერებას ისახავს.

28 ივლისს, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განსაკუთრებულ შემთხვევებში 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია დაუშვა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ კორონავირუსის მძიმე ფორმით განვითარების ან ლეტალური შედეგის რისკი არსებობს.