ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე: სიტყვების პოვნაც კი რთულია, რამდენად იმედგაცრუებული ვარ ქართველი პოლიტიკოსებით

ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ქართველი პოლიტიკოსებით იმედგაცრუებულია. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა 19 აპრილის შეთანხმების ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა. მან Twitter-ზე გააზიარა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადება, რომელსაც შემდეგი ტექსტი დაურთო.

„სიტყვების პოვნაც კი რთულია, რამდენად იმედგაცრუებული ვარ ქართველი პოლიტიკოსებით. თუმცა, მჯერა, რომ საქართველო იპოვის ძალას, რომ შეცვალოს სიტუაცია. ამ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლობიანი ხალხი და ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას“, - წერს რასა რასა იუკნევიჩიენე.