ლიტერატურულ კონკურს „ლიტერას“ ჟიური, რეზო თაბუკაშვილის შემდეგ, მეორე წევრმა, კრიტიკოსმა და მწერალმა ლელა კოდალაშვილმა დატოვა. ამის მიზეზი მან Facebook-ზე გავრცელებულ ტექსტში ახსნა.
„თავიდან, როცა გავიგე, რომ ქალბატონმა მინისტრმა საბჭოთა კაგებეს მეთოდს მიმართა და კაცი ჩაგვინერგა, ჩემებური უტოპისტური განწყობა ჩამერთო, რომ დანარჩენი 4 წევრი ამ კაცს მოვათვინიერებდით და ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებდით. მთელი სტრატეგია დავსახე, სქემები შევადგინე, რაზე რის მერე უნდა მესაუბრა მასთან, როგორ დამეყოლიებინა, შემება რა… ახლა კი, როცა მწერლები ასეთი ტემპით ტოვებენ კონკურსს, ვთვლი, რომ ჟიურის წევრად დარჩენას არანაირი აზრი აღარ აქვს, რადგან დარჩენით უნებურად გავემიჯნები მწერალთა რადიკალურ ნაწილს, რომლის პოზიციას ყველაზე მეტად ვიზიარებ. თუმცა არც მწერალთა იმ ნაწილის მიმართ არ მაქვს პრეტენზია, ვინც დარჩენას არჩევს, რადგან სამინისტრო და ბიუჯეტი წულუკიანის საკუთრება კი არაა, ჩვენია და დიახაც რომ ჩვენ უნდა მოგვხმარდეს ახლა თუ არა, უახლოეს ხანში, როცა ეს უზურპატორი ქალი ჯანდაბაში წავა თავისი ნაყაჩაღარი მიკროფონიანად...“, - წერს ლელა კოდალაშვილი.
„აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო კონკურსის მონაწილე იმ მწერლებს, რომლებსაც ჩემი ჟიურის წევრად ყოფნა იმედს აძლევდა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ლიტერატურის სასარგებლოდ. და მადლობა მინდა ვუთხრა მწერალთა სახლს - ნატას (ლომოური) და ლელას (შუბითიზე), რომ ასეთ რთულ სიტუაციაში ნდობა გამომიცხადეს, რომლის გამართლება სამწუხაროდ არ დამცალდა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ბოლო-ბოლო ჩვენი გავა და კიდევ ბევრჯერ ვითანამშრომლებთ”, - აღნიშნავს ლელა კოდალაშვილი.
„ახლა ვნახე, რომ პანტიპუნტად ტოვებენ ავტორები ლიტერას კონკურსს, რომლის ჟიურის წევრიც გახლავართ.მე თვითონ საკმაოდ ბევრჯერ გადავეყარე სხვადასხვა (სულ ორი-სამია) ლიტ.კონკურსს და ხშირ შემთხვევაში კაი სიმყრალის სუნი მიგრძვნია. ფრანქფურტზეც შემიძლია მოგახსენოთ, რომელიც ჩემი და მამაჩემის გარეშე ჩატარდა.ვთვლი, რომ მეტად აქტიური უნდა იყოს ლიტერატურული (ხაზს ვუსვამ - ლიტერატურული) პროცესი, რომელიც ერთი გაზეთის და ორიოდე ჟურნალის ანაბარა არ უნდა დარჩეს.
ასევე, კონკურსების სიმრავლესაც სალამს ვეტყვი.... პირველად ვიყავი ჟიურიში. ავტორი აღარ დარჩა და ბურთი სათამაშოდ მოედანზე. მათ შეხედულებას პროტესტისას, თავად გაგაცნობენ. ვტოვებ ჟიურის წევრობას და კიდევ ერთხელ ამიცრუვდა ყოველგვარ ლიტ.კონკურსებში მონაწილეობის სურვილი“, - წერს რეზო თაბუკაშვილი.
ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიური დატოვა ოქტაი ქაზუმოვმაც. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ის Facebook-ზე წერს: „მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა და იმედი მაქვს, პროტესტის ყველა მონაწილე მის დასაცავად მის კიბეებზე გაათენ-დააღამებს ისეთივე მონდომებით, როგორც ახლა იბრძვის სამართლიანად კულტურისგან ასიათასი მილით შორს მყოფი „მილისტის" წინააღმდეგ. მეც ვტოვებ ჟიურის“.
მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსს „ლიტერას“ პროტესტი მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც ცნობილი გახდა, რომ 5-წევრიან ჟიურიში ერთს სამინისტრო ნიშნავდა. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა იოსებ ჭუმბურიძე წარადგინა ჟიურის წევრად. პროტესტის მონაწილეებს პრეტენზია აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ „იოსებ ჭუმბურიძე ცნობილია ანტიდავლური განწყობებით, იყენებს სიძულვილის ენას, ლოიალურია ხელისუფლების მიმართ“. მწერლებმა კულტურის მინისტრს მისი გავწვევის თხოვნითაც მიმართეს.
ცნობისათვის, რიგმა ავტორებმა საკუთარი ნაწარმოებებიც მოხსნეს. ნაწილმა მოტივად კულტურის მინისტრის მიერ „მთავარი არხისთვის“ მიკროფონის წართმევა დაასახელა. მათი ჩამონათვალი, ვინც ამ დროისთვის კონკურსიდან საკუთარი ნაწარმოებები მოხსნა ასეთია:
ნინო სამყურაშვილი - ჯავშანი, გამომცემლობა “ინტელექტი”;რატი მუჯირი - მეილები ავღანეთზე, გამომცემლობა “ინტელექტი”;ეკა ქევანიშვილი – ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება, გამომცემლობა “ინტელექტი”;ტორესა მოსი – ორდროშობანა, გამომცემლობა “ინტელექტი”;ჯაბა ზარქუა – ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი, გამომწემლობა “ინტელექტი”;მათე სარალიშვილი – მივიწყებულნი, “სულაკაურის გამომცემლობა”;ირაკლი კაკაბაძე – ამაღლების ქუჩა, გამომცემლობა “არტანუჯი;დავით ქაშიაშვილი – მორნიბიე კაჰ, გამომცემლობა “ინტელექტი”;ბელა ჩეკურიშვილი – ნანას ცხენი, გამომცემლობა “ინტელექტი”;ელენე კვირკველია – წყვეტა, გამომცემლობა “ინტელექტი”;ზვიად კვარაცხელია – დარეკე! დაუბარე!, გამომცემლობა “ინტელექტი”;ნათია გიორგაძე – ხმის მატარებელი, გამომცემლობა “ინტელექტი”;ირინა ტაბაღუა – ტელეფას ცხვარი, გამომცემლობა “ინტელექტი”;ანდრო დადიანი – განსაწმენდელი, “კალმოსანი”;გიორგი შონია – რობოტების ყვავილები, გამომცემლობა “ინტელექტი” ასევე დიზაინერმა ნატალია ავალიანმა – დამწყები / ლაბირინთი მანუელისთვის, გაომცემლობა “პალიტრა L” (ნომინაცია – წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი).და თეონა ჭანიშვილიმა – სამი მედეა. პიესები / ამაღლების ქუჩა / იროელთა ქრონიკები (ნისლებში და ნისლებს მიღმა და ამბავი ლილე იროელისა) / ცხოველების კარ-მიდამო / მანცხვარკარი, გამომცემლობები “ინტელექტი” და “არტანუჯი”.