ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოს წინა დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ასპარეზობს.
ქართველმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი თუშიშვილი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.
მეოთხედფინალში თუშიშვილმა ბრაზილიელ რაფაელ სილვას შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა. ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალში რუს ტამირლან ბაშაევს დაუპისისპირდებ
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.