ნატა საბანაძე გიორგი გახარიამ თავის საერთაშორისო მრჩევლად დანიშნა

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ევროკავშირში ყოფილი ელჩი, ნატა საბანაძე იქნება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ვიოლა ფონ კრამონს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩთან ნატა საბანაძესთან ერთად შეხვდა.

„ყველა იცნობთ ქალბატონ ნატა საბანაძეს - მიხარია, რომ ნატა საბანაძე შემოუერთდება ჩვენს გუნდს, მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან, ის იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი რეპუტაცია როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით და ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის“ - განაცხადა გიორგი გახარიამ

ცნობისთვის, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატა საბანაძემ თანამდებობა 2021 წლის 21 მარტს დატოვა.