გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოს წინა დღეს მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ფინალშის საგზური მოიპოვა.

ქართველი მძიმეწონოსანი ნახევარფინალში რუს ტამირლან ბაშაევს შეხვდა და მეტოქე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

შეგახსენებთ,რომ თუშიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი გურამი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა და მოწინააღმდეგე დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.მეოთხედფინალში კი ქართველი ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდა და მეტოქეს დამატებით დროში გაფრთხილებებით სძლია.ფინალური ორთაბრძოლა

უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.