ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების გადახედვა დასჭირდება. მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ სარგებელი მოუტანა მხოლოდ კრემლს.
„ნათელია, რომ მას შემდეგ, რაც ნდობა დარღვეულია, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით საქმეების მიმდინარეობას ჩვეულებრივ. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ევროკავშირს დასჭირდება გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან. ჭეშმარიტებაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა და მისმა უარმა, ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე, მისცა „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი. საქართველოს ხალხი იმსახურებს პოლიტიკოსებს, ვინც ქვეყნის ინტერესს ყველაფერზე უფრო მაღლა აყენებს. ამიტომაც, მე არასდროს არ ვუჭერდი მხარს ბოიკოტს და ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებდი, რომ ერთგულები ყოფილიყვნენ იმ ხელშეკრულებისა, რომელიც გაფორმდა და ვალდებულების, რომელებიც აიღეს.
ჯეროვნად უნდა შევაფასოთ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში. ოპოზიციის სამუშაოა, აკონტროლოს მთავრობა და არ დარჩეს პარლამენტს მიღმა. ამ კონტექსტში, მომავალი ადგილობრივი არჩევნები გახდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი. ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგას მათ ბრძოლაში სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მკვიდრმა თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და ხმა მისცეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობაში შედის, რომ დარწმუნდეს, ჩვენმა დამკვირვებლებმა ადგილზე წვლილი შეიტანონ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
პრესკონფერენცია ევროპარლამენტარმა ჟურნალისტების მიმართ მხარდაჭერის დაფიქსირებით დაიწყო. 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირის ღირებულებას წარმოადგენს ჟურნალისტების დაცვა ისეთ პოლარიზებულ გარემოში, როგორიც საქართველოშია.
,,ძალიან კარგია, რომ საქართველოში დავბრუნდი. პირველ რიგში მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ქართული მედიის მიმართ განსაკუთრები იმ 53 ჟურნალისტის მიმართ , რომელსაც სასტიკად თავს დაესხნენ ძალადობრივი ჯგუფები. „ქართული ოცნების" განცხადებამ ვერ მიაღწია მიზანს, რაღაც მომენტში წაახალისეს დაუსჯელობა, ეს ძალიან საშიში ნიშანია დემოკრატიის უკან დახევისა. ევროკავშირის სხვა ღირებულებები არის ჩადებული დევიზში - ერთიანობა მრავალფეროვნებისთვის. მრავალფეროვნება ნიშნავს დაცვას ყველასი და ყველაფრის - თქვენი კულტურის , ტრადიციების, რელიგის, მაგრამ ასევე უმცირესობის“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
როგორც მან აღნიშნა, მისი ამოცანა იყო, მხარი დაეჭირა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში ჩართვისთვის და გაეზიარებინა ევროპული გამოცდილება.
,,მეშინია, რომ ,,ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შემდეგ, გაეუქმებინა 19 აპრილის შეთანხმება, საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს ვიდრე ის იყო 3 თვის წინ", - აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა.