ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაასახელა. მათ შორის არის სამი ქალი კანდიდატი. ერთი - ანივარდ მოსოიანი, მოქმედი მერია. ნინო ლაცაბიძე კი პარლამენტის წევრი.
კანდიდატებს შორისაა ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე. მთლიანი სია კი ასეთია:
რუსთავის მერობის კანდიდატი: ამჟამად პარლამენტის წევრი, ნინო ლაცაბიძე; გარდაბანი - დავით კარგარეთელი; მარნეული - კენან ომაროვი; ბოლნისი - დავით შერაზადიშვილი; დმანისი - კობა მურადაშვილი; წალკა - ილია საბაძე; თეთრიწყარო - გიორგი წიკლაური; თელავი - ლევან ანდრიაშვილი; ახმეტა - ალექსი ფიცხელაური; ყვარელი - გივი ზაუტაშვილი; ლაგოდეხი - ჯონდო მდივნიშვილი; გურჯაანი - ზურაბ უტიაშვილი; საგარეჯო - ავთანდილ გულიკაშვილი; სიღნაღი - მალხაზ ბეგიაშვილი; დედოფლისწყარო - ნიკოლოზ ჯანიაშვილი; გორი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი; კასპი - ვახტანგ მაისურაძე; ქარელი - ზაზა გულიაშვილი; ხაშური - თენგიზ ჩიტიაშვილი; ახალციხე - ირაკლი ლაზარაშვილი; ასპინძა - როსტომ მაგრაქველიძე; ბორჯომი - ოთარ არბოლიშვილი; ადიგენი - გოჩა ქიმაძე; ახალქალაქი - მელქონ მაკარიანი; ნინოწმინდა - ანივარდ მოსოიანი; მცხეთა - დიმიტრი ზურაბიშვილი; დუშეთი - მანანა ნარიმანიძე;
თიანეთი - ლევან წიკლაური; ყაზბეგი - შალვა ელოშვილი; ქუთაისი - იოსებ ხახალეიშვილი; ბაღდათი - კახა ენუქიძე; ჭიათურა - გივი მოდებაძე; წყალტუბო - გენადი ბალანჩივაძე; საჩხერე - ლევან ივანაშვილი; სამტრედია - დავით ბახტაძე; თერჯოლა - ლაშა გოგიაშვილი; ტყიბული - დავით ჩერქეზიშვილი; ვანი - ალექსანდრე გოგორიშვილი; ხარაგაული - კობა ლურსმანაშვილი; ხონი - ლადო ჯურხაძე; ზესტაფონი - ვასილ გველესიანი; ამბროლაური - ლაშა ჭიჭინაძე; ონი - სერგო ხიდეშელი; ცაგერი - გიორგი ნემსაძე; ლენტეხი - გიორგი ონიანი; ზუგდიდი - მამუკა წოწერია;
წალენჯიხა - გოგა გულორდავა; ჩხოროწყუ - დათო გოგუა; ხობი - დავით ბუკია; სენაკი - ვახტანგ გადელია; მარტვილი - თორნიკე ჯანაშია; ფოთი - ბექა ვაჭარაძე; აბაშა - გიგა გაბელაია; მესტია - კაპიტონ ჟორჟოლიანი; ოზურგეთი - ავთანდილ თალაკვაძე; ლანჩხუთი - ალექსანდრე სარიშვილი; ჩოხატაური - დავით შარაშენიძე; ბათუმი - არჩილ ჩიქოვანი; ქობულეთი - ლევან ზოიძე; ხელვაჩაური - ზაზა დიასამიძე; ქედა - როლანდ ბერიძე; შუახევი - ომარ ტაკიძე; ხულო - ვახტანგ ბერიძე.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.