ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდ ლუკაშენკოს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ჯარს დაუყოვნებლივ მოიწვევს, თუმცა მისი თქმით ჯერჯერობით, ქვეყანაში შემქნილი მდგომარეობა ამის საჭიროებას არ მოითხოვს.
როგორც ლუკაშენკო აცხადებს, ქვეყანაში საპრეზიდენტი არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღას ,,ბელარუსმა თავი გაართვა", თუმცა მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მზად იყო რუსეთის შეიარაღებული ძალებიც შემოეყვანა.
,,ჩვენ საკმაოდ ძლიერი, ერთიანი და კომპაქტური შეიარაღებული ძალები გვყავს. თუ ეს საკმარისი არ იქნება, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მოვიწვევთ... ეს თუ საჭირო იქნება, არ დავაყოვნებთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.