კვიპროსში, 12-15 წლის ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კვიპროსში კორონავირუსის 100 784 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 416 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
„ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რომლითაც ახალი აგრესიული შტამების გაჩენა შეგვიძლია შევაჩეროთ“, - აღნიშნა კვიპროსის ჯანდაცვის მინისტრმა.
12-15 წლის ბავშვების ვაქცინაციის კამპანიისთვის Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები გამოიყენება. აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია მხოლოდ მშობლების თანხმობის შემთხვევაში მოხდება.