პერსონალური მონაცემების დარღვევებით დამუშავების გამო, ევროკავშირის მარეგულირებელმა კომპანია Amazon-ი 746 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
ლუქსემბურგის მონაცემთა დაცვის ეროვნულმა კომისიამ (CNPD) Amazon-ს ჯარიმა 16 ივლისს დააკისრა.
კომპანია Amazon-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია მოითხოვს, რომ კომპანიებმა მომხმარებლების თანხმობა უნდა მიიღონ მათი პერსონალური მონაცემების გამოყენებამდე.