„არ ვართ ბავშვები, სერიოზული ხალხი ვართ“ - ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გაუქმებაზე საუბარს არასერიოზულად მიიჩნევს

შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ არ გააუქმებს და ამაზე საუბარიც არასერიზულად მიაჩნია. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება პრინციპულია.

„ნაციონალური მოძრაობის" მიერ დოკუმენტზე ხელის არ მოწერა ერთადერთი ფაქტორი არ იყო.

„ხელის არმოწერა იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, რამაც ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა. იყო სხვა ფაქტორებიც. მათ შორის ის, რომ კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ბოიკოტი პარლამენტს. შარლ მიშელის შეთანხმების ერთადერთი მიზანი პოლარიზაციის დასრულება იყო. როცა ამ დროს ჩვენი ოპონენტების ყველა ნაბიჯი პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურება, ბუნებრივია, შეთანხმებაში დარჩენას არავითარი ლოგიკური აზრი არ აქვს.

იყო ამორალური პროტესტი, რასაც ეს პოლიტიკური ძალა ახორციელებდა. იყო უამრავი ნაბიჯი, მხარს არც ერთ ინიციატივას არ უჭერდნენ, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობდა. ყველა ნაბიჯით შარლ მიშელის დოკუმენტს და მის სულისკვეთებას უპირისპირდებოდნენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტარები „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ

ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ