აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი: სამოქალაქო საზოგადოების ჩარევამ და ახალმა არჩევნებმა შესაძლოა, დაძაბულობა განმუხტოს

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი მიიჩნევს, რომ საქართველო დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. დიპლომატის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების ჩარევამ და ახალმა არჩევნებმა შესაძლოა, დაძაბულობის განმუხტვა შეძლოს.

„პოლიტიკური უკუსვლა - ზოგიერთის უარი საპარლამენტო ადგილების დაკავებაზე, მუდმივი საარჩევნო ხარვეზები, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული კომპრომისის იგნორირება, აჩენს ვარაუდს, რომ საქართველო უხვევს დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან და კარგავს დემოკრატიულ იმპულსს“, - წერს უილიამ კორტნი Twitter-ზე.

ამასთან, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ის აცხადებს, რომ „გულდასაწყვეტი გადაწყვეტილებაა. დასავლური გადმოსახედიდან, თავდაპირველად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უარის თქმა პარლამენტში შესვლაზე და ახლა კი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის დახმარებით მიღწეული შეთანხმებიდან გამოსვლა, ძალიან ბევრ შეკითხვას აჩენს“.

უილიამ კორტნი აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართველმა პოლტიკოსებმა გაიაზრონ შარლ მიშელის ჩართულობის მნიშვნელობა და ის უდიდესი ძალისხმევა, რაც ევროკავშირმა ამ შეთანხმების მიღწევაში ჩადო.

„არ ვართ ბავშვები, სერიოზული ხალხი ვართ“ - ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გაუქმებაზე საუბარს არასერიოზულად მიიჩნევს