კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა ისევ 3000-ზე მეტია

საქართველოში კორონავირუსი 3 196 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 147, გარდაიცვალა 27, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.62 %. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 41 965 ტესტი, მათ შორის 24 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 306 PCR ტესტით.

დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 419 534-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 382 393-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 5 820 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს თბილისში გამოვლენილია 1 487 შემთხვევა, აჭარა - 517, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 148, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 157, კახეთი - 202, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი - 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

აქტიური შემთხვევა - 31 295 საიდანაც: 5 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 905, აჭარაში - 620, იმერეთში - 751. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 109, მათ შორის, თბილისში - 511, აჭარაში - 105, იმერეთში -255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 226, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 6, იმერეთში - 18. 1 989 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 064 - თბილისში, 614- აჭარაში. 23 655 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, ხოლო აჭარაში - 8.

სულ 6 ოქტომბრიდან - 30 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 982 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 293 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 125, პირი, აჭარაში - 4 021, იმერეთში - 2 325.

საქართველოში კორონავირუსის 3 666 შემთხვევა ბოლოს 27 ივლისს დაფიქსირდა.