ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს: ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში

მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ სტუდენტებს ხელი შეუწყოს საკუთრი ცოდნის რეალიზებაში - განაცხადა საქართველოს პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას.

„ყველანი ვმოგზაურობთ, ზოგი მიდის უცხოეთში, რჩება, იღებს გამოცდილებას, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას.

საბჭოოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ახალგაზრდა წავიდა ქვყნის ფარგლებს გარეთ, რაც ქვეყნისთვის ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისია, რადგან არ ხდება მათი პოტენციალის, შესაძლებლობების გამოყენება საქართველოს გასაძლიერებლად. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და ტრაგედიაა, ვინაიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კატაკლიზმები გავიარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით. როცა დაინგრა საბჭოოთა კავშირი და ქვეყანამ ხელმეორედ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, მას შემდეგ ძალიან ბევრი საუკეთესო ახალგაზრდა, ნიჭიერი მეცნიერი და სპეციალისტი წავიდა ქვყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისი და მე ვიტყოდი ტრაგედიაა, რადგან არ ხდება მათი პოტენციალის,შესაძლებლობების გამოყენება ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. ამიტომ, ის ფაქტი, რომ თქვენ ბრუნდებით საქართველოშ, ეს არის ძალიან დიდი მოვლენა და ჩემთვის ძალიან სასიხარულო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეორე მხრივ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენ, საკუთრი ცოდნის რეალიზებაში. მაქსიმალურად უნდა გავუღოთ კარი ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს. მე გპირდებით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ, რომ თქვენი ნიჭი სათანადოდ დაფასდეს და თქვენი ცოდნა სათანადოდ იყოს აღიარებული. ამ წლების განმავლობაში 43 მილიონამდე არის დახარჯული. ეს არ არის საკმარისი, ჩვენს შეგვიძლია, ეს ციფრი გავაორმაგოთ მომდევნო წლების განმავლობაში და ბატონ მინისტრთან ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. 1150 უნდა გახდეს 10 000. ეს იქნება ჩვენი ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გავუშვათ უცხოეთში, ვიდრე ბატონი მინისტრი შეძლებს, რომ ის სწავლის დონე და ხარისხი იყოს მიღწეული საქართველოში, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებშია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა წელს 150-ზე მეტი სტიპენდიანტი შეარჩია.