შსს თბილისში უცხოეთის მოქალაქის გაუჩინარების საქმეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში უცხოეთის მოქალაქის გაუჩინარების საქმეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს.

როგორც ცნობილია, 30 ივლისს, თბილისში უცხოეთის მოქალაქე, შანაე ბრუკი დაიკარგა. ის ავსტრალიის მოქალაქეა. ახლობლები ამბობენ, რომ ის მთაწმინდაზე სასეირნოდ იყო წასული. მეგობრების მონაყოლზე დაყრდნობით, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ შანაი ბრუკმა დაურეკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ მეგობარს, რომელმაც გაიგო, როგორ ეუბნებოდა ის ვიღაცას, რომ ხელი გაეშვა. მეგობრები ვარაუდობენ, რომ უცხოელს თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა. ამის შემდეგ სატელეფონო საუბარი გაითიშა.

მეგობრები დაკარგულს ღამის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. შანაი ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა. ის ინგლისური ენის პედაგოგია.