სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი დღეს გაიხსნა

სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი დღეს გაიხსნა. აქ Pfizer-ით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ცენტრი დღეში 1000 ადამიანის ვაქცინაციაზეა გათვლილი, თუმცა მალევე, ამავე ტერიტორიაზე ვაქცინაციის სივრცეები და ამცრელი ბრიგადები დაემატება, რის შემდეგაც, საერთო ჯამში, დღიურად 4000 ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი.

ცენტრში Pfizer-ით იმუნიზაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს. მსურველებს რეგისტრაცია ონლაინ, სპეციალურ პორტალზე ან ცხელი ხაზის, 1522-ის დახმარებით შეუძლიათ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში Pfizer-ის დამატებითი 162 630 დოზა შემოვიდა და იმუნიზაციის პროცესი კიდევ უფრო გაფართოვდება.

მსურველებს რეგისტრაცია ონლაინ www.booking.moh.gov.ge -ს ან ცხელი ხაზის 1522-ის დახმარებით შეუძლიათ. რეგისტრირებულები სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში, ვაჟა-ფშაველას N33-ში, დაჯავშნილ ვიზიტამდე 10 წუთით ადრე უნდა მივიდნენ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკურ სექტორში მობილიზებული 7 ათასამდე საწოლიდან 6 ათასამდე საწოლი უკვე დაკავებულია.

Pfizer-ის დამატებითი, 160 ათასზე მეტი დოზა საქართველოშია. ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ამ ასაკს გადაცილებულთათვის არის შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით.

ამ ვაქცინით აცრა 37 ამცრელ პუნქტში, საქართველოში 26 ივლისს დაიწყო. მობილიზებულია დამატებითი ამცრელი ბრიგადები. Pfizer-ით ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი.