ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძალოსანთა შორის ანტონ პლესნოიმ ატაცში 177 კგ. დაძლია და მე-3 ადგილზე გავიდა.
ეს ძალოსნების პირველი მედალია ტოკიოდან. ანტონ პლესნოიმ ოლიმპიური ბრინჯაო მოიპოვა.
საქართველოს ტოკიოში უკვე ხუთი მედალი აქვს: 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.