უკრაინაში Pfizer-ით ვაქცინაცია 12 წელს გადაცილებულებში დაუშვეს

უკრაინაში, აცრის საშუალება ექნებათ არასრულწლოვნებს, რომლებიც მძიმე დაავადების გამო მაღალი რისკის ქვეშ არიან; მიემგზავრებიან ქვეყანაში, სადაც აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი აუცილებელია ან, სხვა სახელმწიფოში, ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს.

ბავშვები იმუნიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ოჯახის ექიმს მიმართავენ ან პედიატრისგან ექნებათ შესაბამისი დოკუმენტი.

უკრაინაში Pfizer-ის გარდა, Sinovac-ის, Moderna-ს, Astrazeneca-ს და „Johnson & Johnson“-ის ვაქცინებია ხელმისაწვდომი.