პრემია "ლიტერადან" თავისი ნაწარმოები გელა ჩარკვიანმაც მოხსნა

პრემია "ლიტერადან" წიგნი გელა ჩარკვიანმაც მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა "არტანუჯი" Facebook-ზე ავრცელებს.

"გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით, გამომცემლობა „არტანუჯი” მის წიგნს – „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი” პრემია „ლიტერადან” ხსნის", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ვახტანგ ჯავახაძესა და ბესიკ ხარანაულთან შეთანხმებით მათ წიგნებს პრემია „ლიტერადან“ ხსნის გამომცემლობა „ინტელექტიც".

ამავე თემაზე: ლიტერას“ ავტორები და ჟიურის წევრები ტოვებენ.