იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის პირველ დღეს, ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ასპარეზობს. მან მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელ მოჭიდავეს შეხვდება.

ქაჯაია პირველ წრეში ფინელ მატი ელიას კუოსმანენს შეხვდა და მეტოქე სუფთა გამარჯვებით ორ წუთში დაამარცხა.