პირველი აგვისტოდან საუდის არაბეთში შესვლას მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილი ადამიანები შეძლებენ. ამის შესახებ Anadolu წერს.
ტურიზმის სამინისტროს ცნობით, სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს შეუძლიათ, შევიდნენ სამეფოში საკარანტინო პერიოდის გავლის გარეშე, იმ პირობით, რომ ჩასვლისთანავე წარადგენენ ვაქცინაციის ოფიციალურ სერტიფიკატსა და PCR-ტესტის უარყოფითი შედეგს, რომელიც მგზავრობამდე არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში იქნება გაკეთებული.
საუდის არაბეთმა ტურისტული ვიზების გაცემა 2019 წლის სექტემბრიდან პირველად დაიწყო.