Euronews-ის ინფორმაციით, ჩეხეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში დასაქმებულებს, რომლებიც COVID-საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ, დამატებით ორდღიანი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა შეუძლიათ.
აღნიშნული შვებულებით სარგებლობა დასაქმებულებს 2021 წლის ბოლომდე შეეძლებათ. როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიჩმა პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსგავსი ქმედებით სხვადასხვა კერძო კომპანიას თამამად შეუძლია, თანამშრომლებს აცრისთვის მეტი მოტივაცია მისცეს.
თუმცა, აღნიშნულ ინიციატივას ქვეყნის ოპოციზიური პარტიები აკრიტიკებენ და ოქტომბრის არჩევნების წინ პოპულისტურ გადაწყვეტილებად აფასებენ. ჩეხეთის მთავრობაში კი ცალსახად ამბობენ, რომ ვაქცინაცია დღესდღეობით „ყველაზე მნიშვნელოვანია და მისი პოპულარიზაცია გაგრძელდება ვიდრე, ამის საჭიროება იქნება“.