თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები, მოცეკვავეები და თანამშრომლები აიცრნენ. ვაქცინის საკუთარი დოზა მიიღო ანსამბლის მთავარმა ქორეოგრაფმა, ფრიდონ სულაბერიძემაც.
"ეს არის ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაც" - აცხადებენ ანსაბლის წევრები.
უნივერსიტეტში ამცრელი ორი კაბინეტი გუშინ გაიხსნა. იმუნიზაცია, კი მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინით არის შესაძლებელი.
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, ამ ეტაპზე, დღეში 1000 ადამიანის ვაქცინაციაზეა გათვლილი, თუმცა მალე, ამავე ტერიტორიაზე, ვაქცინაციის სივრცეები და ამცრელი ბრიგადები დაემატება, რის შემდეგაც, საერთო ჯამში, დღიურად 4000 ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი.