კელი დეგნანი Agile Spirit 2021-ზე: ასეთი ტიპის სწავლების რეგულარულად ჩატარება მნიშვნელოვანია

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ Agile Spirit 2021-ის სწავლება რეგულარულად ჩატარდეს. ამის შესახებ ელჩმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე განაცხადა, სადაც მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით, საჰაერო-სადესანტო სწავლება მიმდინარეობდა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დავესწარი ამ ძალიან შთამბეჭდავ სანახაობას, როგორ დაეშვნენ პარაშუტისტები თვითმფრინავიდან, ისინი იყვნენ ჯარისკაცები საქართველოს, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი და წარმოჩენა იმისა, რომ ეს ძალები არიან მზად, მათ აქვთ ურთიერთთავსებადობა და მობილურობა. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის სწავლების რეგულარულად ჩატარება არის მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, ეს ნაწილი გახლავთ იმ ფართომასშტაბიანი სწავლებისა, რომელიც უკვე 1 კვირაა საქართველოში მიმდინარეობს - „მტკიცე სული“, სადაც 15 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც გახლავთ NATO-ს პარტნიორები და რა თქმა უნდა, წევრები. ისინი ამ სწავლებას იმისათვის გადიან, რომ გააუმჯობესონ თავიანთი უნარები და თავსებადობა, რაც ასე მნიშვნელოვანია ნებისმიერი აგრესიის შესაჩერებლად და იმისათვის, რომ მათ იგრძნონ თავი დარწმუნებულად, იმაში რომ ისინი მზად არიან რეაგირება მოახდინონ სხვადასხვა გამოწვევებზე“, - განაცხადა დეგნანმა.