აშშ-ის სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც გასული წლის ბოლოს აშშ-ის კომპანია SolarWinds-ის პროგრამული უზრუნველყოფის გატეხვის უკან დგანან, შარშან მაისშიც გატეხეს აშშ-ის ფედერალური პროკურორების ელექტრონული ფოსტის ანგარიშები.
გამოცემის ცნობით, ანგარიშები გატეხეს 2020 წლის შვიდი მაისიდან 27 დეკემბრამდე პერიოდში
როგორც ცნობილია, ჰაკერებმა ელექტრონული ფოსტის მონაცემთა 80% გატეხეს Microsoft-ის სერვერებზე, რომლებითაც სარგებლობდნენ ნიუ-იორკის ოთხი პროკურორის ოფისების თანამშრომლები. მთლიანობაში ელექტრონული ფოსტის ანგარიშები გაუტეხეს სხვადასხვა შტატის პროკურორების 27 ოფისის თანამშრომლებს.