მღვდელ-მონაზონი შიო კორონავირუსით გარდაიცვალა

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი) ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ასევე კორონავირუსით გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე [სამადბეგიშვილი].