ეკატერინე გორგოძემ პოლონეთში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე პოლონეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. მსოფლიო რეიტინგის 185-ე ნომერი, ფინალში ფრანგ მეტოქეს დაუპირისპირდა და სამ სეტში გაიმარჯვა.

ამ გამარჯვების ხარჯზე ეკატერინე მსოფლიო რეიტინგში 21 პოზიციით დაწინაურდება.