გამოცემა Repubblica-ს ინფორმაციით, ცნობილი Youtuber-ები და ბლოგერები Pfizer-ის ვაქცინაზე დეზინფორმაციას ანაზღაურების საფასურად ავრცელებდნენ.
როგორც ცნობილია, ფრანგმა Youtuber- მა და მწერალმა ლეო გრასეტმა მაისში განაცხადა, რომ მიიღო უცნაური ტიპის შეთავაზება მარკეტინგული სააგენტოსგან, რომლის მიხედვითაც, მას უნდა გამოექვეყნებინა თემატური ვიდეო სპეციფიკური მოწოდებებით.
კერძოდ, როგორც გრასეტი აცხადებს, მას უნდა ესაუბრა, რომ საფრანგეთში Pfizer-ის ვაქცინით აცრილი ადამიანების სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა.
თუმცა, ფრანგი Youtuber-ერი არ იყო ერთადერთი, რომელმაც მსგავსი ტიპის შეთავაზება მიიღო.
როგორც გამოცემა წერს, ამავე კომპანიისგან მიიღო შეტყობინება გერმანელმა მეცნიერმა, რომელსაც ეს კომპანია სთხოვდა, მისი მიმდევრებისთვის ეთქვა, რომ Pfizer-ის ვაქცინა AstraZenecas-თან შედარებით საფრთხის შემცველია.
Repubblica-ს ინფორმაციით, სააგენტო ითხოვს, რომ Pfizer-ის ვაქცინის წარმოსაჩენად სხვადასხვა წყაროდან და კონტექსტიდან ამოღებული ინფორმაციები დააკავშირონ და ამ გზით გაავრცელონ.
როგორც კი დროცმანი და გრასეტი გამოაქვეყნებდნენ სააგენტოს შეთავაზებას და გარკვეულ ინფორმაციას, სტატიები ინტერნეტიდან ქრებოდა.
გერმანელმა ჟურნალისტმა დანიელ ლაუფერმა, რომელმაც ამ Youtuber- ების ვიდეოები შეისწავლა, აღმოაჩინა, რომ მაისში გამოქვეყნებული ორი ვიდეო მათთვის არადამახასიათებელი იყო, თუმცა ამ ვიდეოებიდან ისინი არანაირად არ ავლენდნენ არც ვიდეოში გაზიარებული მონაცემების რეალურ წარმოშობას და არც იმ გარემოებას, რომ მათ კონკრეტული მარკეტინგული სააგენტოსგან გარკვეული დეზინფორმაციის გასაჟღერებლად ფული ჰქონდათ აღებული.
როგორც ცნობილია, ამ ადამიანებმა ფაქტობრივად გერმანიისა და საფრანგეთის კანონები ფარული რეკლამის შესახებ დაარღვიეს.
დეზინფორმაციის კამპანიის მთელი ქვაკუთხედი მდგომარეობდა ცხრილებში. კერძოდ, ვაქცინაციასთან დაკავშირებული ადამიანების გარდაცვალების რიცხობრივ მაჩვენებელთან. მაგალითისთვის, კომპანიამ გერმანელ ბლოგერს თავად მიაწოდა გარკვეული მონაცემი გარდაცვალების მაჩვენებლებზე.
პოულ ერლიკის ინსტიტუტის თანახმად, გერმანული ორგანო, რომელიც აწარმოებს ვაქცინების რეგულირებას, ცხრილში მოცემული მონაცემები არის უხეში და შეცდომაში შემყვანი. რიცხვები არსებითად არ აჩვენებს პირდაპირ კორელაციას ვაქცინასა და გერმანიის ორგანოს მიერ დაფიქსირებულ სიკვდილიანობას შორის.
Repubblica-ს ინფორმაციით, მარკეტინგული სააგენტო, რომელიც აწარმოებდა დეზინფორმაციის კამპანიას, სინამდვილეში მხოლოდ ფასადია, რომელსაც მკაფიო კავშირი აქვს რუსეთთან.
ეს არის ლონდონის მისამართზე რეგისტრირებული ვირტუალური ოფისი, რომელთანაც დაკავშირებულია ასობით კომპანია. კომპანია BellingCat– ის ანგარიშის თანახმად, კომპანიამ დაარეგისტრირა ასობით შპს ბრიტანეთში, რომელიც კავშირშია რუსეთთან და ბევრი კომპანიის საქმიანობა უკავშირდება აზარტულ თამაშებს, ვაჭრობასა და სხვა საეჭვო საქმიანობას.
ბრიტანული ბიზნეს რეესტრის ვებგვერდიდან, სადაც Fazze არ არის რეგისტრირებული, აღმოჩნდა, რომ სხვა მარკეტინგული კომპანია, AdNow Llp ასევე იმავე მისამართზე 2014 წელს დაარსდა.