დღეს პრეზიდენტი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღის განმავლობაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ზურაბიშვილი ,,ქართული ოცნებიდან" ირაკლი კობახიძესა და არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.

ოპოზიციიდან კი, ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს, ვახტანგ მეგრელიშვილს, ლევან იოსელიანსა და ხათუნა სამნიძეს შეხვდება.

ცნობისთვის, 28 ივლისს პარტია ,,ქართული ოცნება" 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმებამ ,,თავი ამოწურა".

აღნიშნულთან დაკავშირებით, შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში არაფორმალური შეხვედრა გამართეს.

შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს