Financial Time-ის ინფორმაციით, Pfizer-მა და Moderna ევროკავშირს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ფასი გაუზარდეს.
გამოცემის თანახმად, კომპანია Pfizer-ის ერთი დოზა ვაქცინის ფასი ბრიუსელისთვის 15.5 ევროდან 19.5 ევრომდე გაიზარდა.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, კომპანია Moderna -ს ერთი დოზა ვაქცინა ევროკავშირისთვის 25.5 დოლარი ეღირება. მანამდე იგივე ვაქცინა 22.6 დოლარი ღირდა.
Financial Time-ი წერს, რომ გარიგების პირობები მას შემდეგ შეიცვალა, რაც გამოცდის მესამე ეტაპის შედეგების მიხედვით, ორივე კომპანიის ვაქცინებმა კორონავირუსულ ინფექციაზე უფრო მაღალი ეფექტიანობა აჩვენა, ვიდრე Oxford/AstraZeneca და Jonson&jonson-ის ვაქცინებმა.