Business Insider-ის ინფორმაციით, App Store–დან წაშალეს აპლიკაცია Unjected, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა გაცნობის მიზნით შეიქმა.
როგორც გამოცემა წერს, Apple-ში აცხადებენ, რომ Unjected COVID-19-თან დაკავშირებული კონტენტის მიმართ პოლიტიკა დაარღვია.
კორპორაციის წარმომადგენელმა მოიყვანა პროგრამის შემქმნელის ციტატა, რომლის თანახმად "Unjected განკუთვნილია თანამოაზრეებისთვის, რომლებიც არ არიან აცრილნი".
ამასთან, Apple–ში ასევე განაცხადეს, რომ აპლიკაციის შემქმნელები მომხმარებლებს სთხოვდნენ, არ გამოეყენებინათ კონკრეტული სიტყვები, მაგალითად "მიკროჩიპი", რითიც App Store–ის მოტყუება სურდათ.