აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) საქართველოს შესახებ მე-4 დონის სამოგზაურო ცნობა გამოსცა, რაც ქვეყანაში COVID19-ის გავრცელების ძალიან მაღალ დონეზე მიუთითებს.
„თქვენი დაინფიცირების და მძიმე სიმპტომების განვითარების რისკი შეიძლება იყოს უფრო დაბალი, თუ სრულად ხართ აცრილი FDA-ს მიერ აღიარებული ვაქცინით. ვიდრე მოგზაურობას დაგეგმავთ, გთხოვთ, გადახედოთ CDC- ს სპეციფიკურ რეკომენდაციებს სრულად აცრილ და არავაქცინირებულ მოგზაურთათვის.
არ იმოგზაუროთ: რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში, ამ ტერიტორიებზე დანაშაულის ჩადენის, სამოქალაქო არეულობისა და ნაღმების არსებობის რისკის გამო. თუ გადაწყვეტთ საქართველოში გამგზავრებას: იხილეთ აშშ-ის საელჩოს ვებ გვერდი: „რუსეთის ჯარები და მესაზღვრეები ახდენენ როგორც „სამხრეთ ოსეთის“, ასევე აფხაზეთის ოკუპაციას. რთულია „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების“ ზუსტი განლაგების განსაზღვრა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა გამოიწვევს თქვენს დაკავებას, დაპატიმრებას და/ან დაჯარიმებას. ამ ტერიტორიებზე ძალადობრივი თავდასხმები და კრიმინალური ინციდენტები ხდება. ნაღმები საფრთხეს ქმნის მოგზაურთათვის ორივე ტერიტორიის სასაზღვრო ხაზებთან ახლოს. აშშ-ის მთავრობა ვერ ახერხებს საგანგებო მომსახურების უზრუნველყოფას აშშ-ის მოქალაქეებისთვის, რომლებიც „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში მოგზაურობენ, რადგან აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებისთვის იქ მოგზაურობა აკრძალულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.