საქართველოში კოვიდვაქცინით აცრილთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 126-მა ადამიანმა გაიკეთა.

სულ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილია 506 780 მოქალაქე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 655 ადამიანს დაუდასტურდა, 2 286 გამოჯანმრთელდა, ხოლო 23 ინფიცირებული გარდაიცვალა.