,,მტკიცებულებათა უმეტესობა ადასტურებს, რომ ვირუსმა, რომელმაც COVID-19-ის პანდემია გამოიწვია, ჩინეთის კვლევითი დაწესებულებიდან გაჟონა",- ამის შესახებ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები კორონავირუსების მოდიფიცირებაზე მუშაობდნენ, რათა ადამიანების ინფიცირება მომხდარიყო.
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენები კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის შესახებ ორპარტიული გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.
ჩინეთი კატეგორიულად უარყოფს, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებულმა კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა.
„ახლა ვფიქრობთ, რომ დროა, სრულად გამოვრიცხოთ ცხოველების ბაზარი, როგორც წყარო. ასევე მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებათა უმეტესობა ადასტურებს, რომ ვირუსმა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა და რომ ეს 2019 წლის 12 სექტემბრამდე მოხდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.