იაკობ ქაჯაიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალში და ოქროს მედლისთვის სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ ლოპეს ნუნიესს შეხვდა და 0:5 დამარცხდა.

უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე უკვე ერთი ოქროს , ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.