შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისდეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარისამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებოღონისძიებების შედეგად, თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორიდააკავეს.

მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისუკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1985 წელსდაბადებული ი.პ., 1984 წელს დაბადებული ა.მ. და 1974 წელს დაბადებული ნ.ვ.და 1978 წელს დაბადებული ზ.შ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებსსისტემატურად ყიდდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმეგანახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“ და„მეტადონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარულიაუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას,ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“ და „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოშეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტითმიმდინარეობს.