რამაზ ზოიძე ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მესამე დღეს, ორი ქართველი – რამაზ ზოიძე (67კგ) და ლაშა გობაძე (87კგ) ასპარეზობდნენ.

რამაზ ზოიძე მეორე დაპირისპირებაში ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელთან, ალ ობაიდთან 23 წამში ოთხქულიანი და ორქულიანი გდებებით დაწინაურდა, პირველი პერიოდი 6:0 მოუგო. საბოლოო ჯამში კი მეტოქე ანგარიშით 10:0 დაამარცხა და რამაზ ნახევარფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ რამაზ ზოიძე პირველ შეხვედრაში კუბელ, მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს, ისმაელ ბორერო მოლინას შეხვდა და მოწინააღმდეგე სენსაციურად, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.