კოსოვოს პრეზიდენტმა, ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გარდაცვლილი შვილი, კოსოვოს მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობაში გაწეული სამსახურისთვის მედლით დააჯილდოვა.
„ის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი არსებობის უფლებისთვის შეერთებულმა შტატებმა და ამერიკელმა ხალხმა გააკეთა, მსოფლიოში ახლა არსებულ ნებისმიერ პარტნიორულ ურთიერთობას აღემატება“, - განაცხადა კოსოვოს პრეზიდენტმა ვჟოსა ოსმანიმ ცერემონიაზე.
ცნობისთვის, ბო ბაიდენი კოსოვოში 1998-99 წლების ომის შემდეგ მუშაობდა. უმცროსი ბაიდენი ადგილობროვო პროკურორებისა და მოსამართლეების გადამზადების პროცესში მონაწილეობდა. დელავერის ყოფილი გენერალური პროკურორი, პრეზიდენტ ბაიდენის ვაჟი 2015 წელს, 46 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.