დაკარგული ბელარუსიელი აქტივისტი კიევში, პარკში, ჩამომხრჩვალი იპოვეს. იტყობინება Reuters-ი. აქტივისტი ორშაბათს გაუჩინარდა.
ვიტალი შიშოვი კიევში დაფუძნებულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც თანამემამულეებს დევნისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა.
პოლიციამ განაცხადა, რომ გამოიძიებენ ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის მკვლელობას და თვითმკვლელობას.