საქართველოში დღეს კოვიდინფექციის დადასტურებულმა შემთხვევებმა 4000-ს გადააჭარბა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. რაოდენობამ 4000-ს (4048) პირველად გადააჭარბა. მაღალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, რომელიც 3 856-ს შეადგენს. გარდაიცვალა 49 პაციენტი.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია: თბილისში - 1 602 შემთხვევა, აჭარა - 447, იმერეთი - 772, ქვემო ქართლი - 223, შიდა ქართლი - 241, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 389, კახეთი - 164, მცხეთა-მთიანეთი - 48, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.