ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველ მძლეოსანს დოპინგი აღმოუჩინეს

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის წინ ქართველ მძლეოსან ბენიკ აბრაიმანს სისხლში დოპინგი აღმოუჩინეს.

36 წლის ბენიკი ბირთვის მტყორცნელია. მან საქართველოს სახელით 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზეც იასპარეზა.

ინფორმაციას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტიც ადასტურებს და აცხადებს, რომ აბრამიანი მოხსნილია ოლიმპიური თამაშებიდან.

,,დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები.აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტოკიოს ლაბორატორიაში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მიერ 31 ივლისს ჩატარებული კვლევის შედეგად აბრამიანის ორგანიზმში სამი აკრძალული სტეროიდი აღმოჩნდა – მეტანდიენონი, დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი და ტამოქსიფენი.